Sunday, October 7, 2012

პროექტი


  პროექტის სახელწოდება: ბარბარიზმები
·  პროექტის მთავარი იდეა: საზოგადოების ინფორმირება ენის დაბინძურებასთან დაკავშირებით და მარადიულად გადაუჭრელი  პრობლემა  პროექტის აქტუალობა: ქართული ენა მუდმივად განიცდიდა ცვლილებას,მაგრამ რუსულმა ენამ  განსაკუთრებით დააბინძურა ბარბარიზმებით.
·  პროექტის მიზნები: თითოეულიადამიანის პასუხისმგებლობის გაზრდა.პრობლემის სერიოზული მიდგომა და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება.
·  მონაწილეთა ასაკი:    15–16 წელი
·  ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
·  მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებირაც შეიძლება შეიქმნას ბარბარიზმების პრობლემის აღმოფხვრა.
·  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ფერადი ფურცლები, ლექსიკონი, დამხმარე ლიტერატურა 
·  პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან   ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდ ფორმატზე შავი მარკერით დაწერს ბარბარიზმებს, მეორე ჯგუფი წითელი მარკერით მიუწერს მის ქართულ შესატყვისებს,მესამე ჯგუფი დაამზადებს პლაკატებს წარწერებით:დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე, ქართული ენა ბარბარიზმების გარეშე, გაურთხილდი მშობლიურ ენას.
    მოსწავლეები დადგამენ სკოლაში საჯარიმო ყულაბას და დააჯარიმებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოიყენებენ მეტყველებაში ბარბარიზმებს. ჯარიმა იქნება პლაკატი–საგუშაგოს შედგენა.
    ის  მოსწავლეები, რომლებიც  პროექტის განხორციელების განმავლობაში არ გამოიყენებენ ასეთ სიტყვებს, დაჯილდოვდებიან ღიმილებით, სტიკერებით, სიგელებით.
   პროექტის ბოლოს ბავშვები მოაწყობენ გასვლით ღონისძიებას და ჯარიმებით მოგროვებულ პაკატ–საგუშაგოს გააკრავენ ხეებზე, კედლებზე. ყველგან, სადაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებია.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით
·  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული
·  როექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი):ნინო ცხადაძე
·  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninocxadadze@gmail.com
·  პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment